შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოში ფაბლაბების პოპულარიზაცია გრძელდება
24.03.2016
უკან დაბრუნება
საქართველოში ფაბლაბების პოპულარიზაცია გრძელდება.აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ილინოისის წამყვანი ლაბორატორიის წარმომადგენლებმა,ქუთაისელ კოლეგებს უცხოური გამოცდილება გაუზიარეს. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები,მაღალტექნოლოგიური ,სპეციალური აღჭურვილობის წყალობით სტუდენტებსა და არა მარტო მათ საშუალებას აძლევს,საკუთარი ხელით შექმნან ესკიზები და ნაკეთობები.საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინოვაციური ლაბორატორიების დანერგვა 2014 წლიდან დაიწყო.პირველი ფაბლაბი ამერიკაში დაფუძნდა და მოგვიანებით საგანმანათლებლო დაწესებულებების თითქმის ყველა ბაზაზე გაჩნდა.ფაბლაბი უნიკალური პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას იძლევა,ამ დროისთვის საქართველოში სულ რვა სამრეწველო ლაბორატორია არსებობს,მათ შორის ერთი ქუთაისშია.