შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



”მოკლული ქალების ხმა”-ფილმის ჩვენება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
24.03.2016
უკან დაბრუნება
ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ქალების ისტორია დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განხილვის თემა იყო. სტატისტიკური მონაცემებით 2014 წელს საქართველოში ძალადობას 34 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.აქედან, ცამეტი ყოფილი ქმრის მიერ იყო მოკლული.ამ რეალობას ასახვდა ფილმი ”მოკლული ქალების ხმა”,რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით მომზადდა. ფილმის ჩვენება,აუდიტორიისთვის მსგავსი მოვლენების დაგმობის და პრევენციის კიდევ ერთი საშუალება და იმპულსი იყო.თანამედროვე საზოგადოებაში ძალადობის და მითუმეტეს ძალადობით გამოწვეული სტრაგედიის სტატისტიკა უნდა შემცირდეს-ეს გახლდათ ფილმის ძირითადი სლოგანი! ”მოკლული ქალების ხმის” ჩვენებას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოწვეული,ყოფილი ქმრის მიერ ზესტაფონში მოკლული სალომე ჯორბენაძის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.