შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალი საპროტესტო ტალღა ტყიბულში
23.03.2016
უკან დაბრუნება
ახალი საპროტესტო ტალღა ტყიბულში საქნახშირის მიერ მეშახტეებისთვის შეთავაზებული შრომთ ხელშეკრულებს მოჰყვა,შახტაში დასაქმებულების ნაწილმა შრომის კოდექსთან შეუსაბამო პირობების გამო ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა,დღეს ტყიბულელ მეშახტეებს და ჯი-აი-ჯი ჯგუფის ადმინისტრაციას პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე შეხვდა.გუშინ ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ახალ ხელშეკრულებას 200-მა მეშახტემ ხელი მოაწერა. პროფკავშირები აცხადებენ,რომ ხელშეკრულება კანონშეუსაბამო იყო და მეშახტეთა ინტერესებს არ ითვალისწინებდა.
დღევანდელ შეხვედრაზე კი გადაწყდა,რომ აღნიშნული ხელშეკრულება და შესაბამისად,200 ხელმოწერა ანულირდება და 3 დღის განმავლობაში ახალი ხელშეკრულება გაფორმდება მეშახტეებთან,რომელშიც დასაქმებულთა უფლებები გათვალისწინებული იქნება.