შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ესტონეთის ელჩმა ვანში მოქმედი კოოპერატივი მოინახულა
23.03.2016
უკან დაბრუნება
ესტონეთის ელჩმა პრიიტ ტურკმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტში მეორე დონის კოოპერატივი მოინახულეს. კოოპერატივში, სადაც 64 ადგილობრივია დასაქმებული, თაფლს და თაფლის პროდუქტებს აწარმოებენ. კოოპერატივის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვის წინ ესტონეთში იმყოფებოდა, სადაც თაფლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. მენეჯმენტი შეძენილი გამოცდილების გამოყენებას პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანის მიზნით გეგმავს. კოოპერატივის ფუნქციონირებას მაქსიმალურად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამები. ბოლო სამი თვის განმავლობაში კოოპერატივმა სახელმწიფოსგან 110 000 ევროს ღირებულების დაფინანსება მიიღო.