შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აქცია პარლამენტის წინ
23.03.2016
უკან დაბრუნება
ზუგდიდში ერთკვირიანი გაფიცვების შემდეგ სამარშუტო ავტობუსების მძღოლებმა ქუთაისში პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს. აქციის მონაწილეები სამეგრელოს რეგიონში თურქული კომპანია მეტრო-პლუსის შემოსვლას აპროტესტებენ, როგორც მძღოლები აცხადებენ ისინი სამუშაოს გარეშე რჩებიან. გაფიცულებს ფოთიდან, ბათუმიდან და სამტრედიიდან შემოუერთდნენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი უფლებების შელახვის შემთხვევაში ისინი უვადო შიმშილობას დაიწყებენ.