შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს ქუთაისში მემარცხენე ალიანსის ოფისი გაიხსნა
23.03.2016
უკან დაბრუნება
პარტიული რეგიონული ორგანიზაციების დაფუძნებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის კვირეულის ფარგლებში დღეს ქუთაისში მემარცხენე ალიანსის ოფისი გაიხსნა. მემარცხენე ალიანს ქუთაისში თამაზ მახარეიშვილი უხელმძღვანელებს. ოფისი დღეს მემარცხენე ალიანისი ლიდერებმა თანამოაზრეებთან ერთად გახსნეს და სამომავლო გეგმებზე იასუბრეს. მემარცხენე ალიანსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, ქუთაისის პარალელურად დღესვე მემარცხენე ალიანსის ოფისი თერჯოლაშიც გაიხსნა. საქართველოს მასშტაბით უკვე მემარცხენე ალიანსის ოცამდე ოფისი ფუნქციონირებს.