შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ოფურჩხეთში 50 ჰექტარი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია იგეგმება
23.03.2016
უკან დაბრუნება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამას „ქართული ჩაი“ ახორციელებს. იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ,,ქართული ჩაის“ მენეჯერმა ლევან უროტაძემ წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთში ჩაის სარეაბილიტაციო ნაკვეთები მოინახულეს. ოფურჩხეთში პროგრამის ფარგლებში 50 ჰექტარი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია იგეგმება.მიზანი საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმრებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიების შესწავლის, სერტიფიცირების, მარკეტინგის, სარეალიზაციო არხების შექმნის და სხვა მიმართულებით გაუწევს.