შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბრიფინგი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში
10.10.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაკავებული ”რუსთავი-2”-ის მხარდამჭერების ადვოკატის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.ელისო დათუსანი პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ ნარსიას,კახა გაბუნიას და მირიან დეისაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.აღნიშნულ პირებს გამოძიება საქ-ის პარლამენტთან ”რუსთავი-2” -ის მხარდამჭერ აქციაზე უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას ედავება. ნაც.მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევდორაძე სააპელაციო სასამართლოს ბიძინა ივანიშვილის დამკვეთათ მიიჩნევს.ხოლო ადვოკატისთვის გაუგებარია თუ რატომ არ მიიღო სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განსახილველად.