შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიების მატებაა გათვალისწინებული
01.12.2020
უკან დაბრუნება
2021 წლის ბიუჯეტის პროექტში , რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია, მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიების მატებაა გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით 70 წლამდე ასაკის პენსიონრებისთვის პენსია 20 ლარით იზრდება , და 240 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის ან მეტი პენსიონრებისთვის 25 ლარით და 275 ლარი იქნება. პენსიის მომატებასთან დაკავშირებით დღის ამბების გადამღებმა ჯგუფმა ადგილობრივების პოზიცია მოისმინა, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ გაზრდილი პენსია პანდემიის ფონზე, საარსებო მინიმუმისთვისაც კი არ არის საკმარისი .