შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მოსახლეობამ ახალი მერი იოსებ ხახალეიშვილი უკვე აირჩია
30.11.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მოსახლეობამ ახალი მერი იოსებ ხახალეიშვილი უკვე აირჩია. 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მეორე ტურის შემაჯამებელ ოქმებზე ხელი უკვე მოაწერა. გასაჩივრების ვადა 10 დღეა, ახალი მერი ამ დროის გასვლის შემდეგ შეუდგება საქმიანობას. ჩვენი გადამღები ჯგუფი თემით დაინტერესდა და მოსახლეობა გამოკითხა. რა მოლოდინი აქვთ მოქალაქეებს ახლად არჩეული მერისგან და რა პრობლემებზე სურთ გაამახვილოს ყურადღება ქალაქის პირველმა პირმა.