შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერებაზე იმსჯელეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
16.03.2016
უკან დაბრუნება
პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერებაზე და 2016 წლის საპარლამანტო არჩევნებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობაზე იმსჯელეს დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, იმერეთის რეგიონის გენდერული ქსელის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობა როგორც ქალაქის, ასევე მხარის მასშტაბით. პოლიტიკაში ქალთა როლის გააქტიურებასა და საპარლამენტო არჩევნებში კვოტების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ ის საზოგადოებრივად აქტიური ქალბატონები, რომლებიც თვლიან, რომ იმერეთის რეგიონში არსებული მფგომარეობა გენდერული თვალსაზრისით, კიდევ ბევრ ძალისხმევას საჭიროებს.