შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვის ევალება დაზიანებული გზის შეკეთება დავით და კონსტანტინესა და ყაზბეგის ქუჩებზე
09.10.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისში დავით და კონსტანტინეს, ასევე ყაზბეგის ქუჩებზე ძლიერმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა ახლად რეაბილიტირებულ გზას. წვიმის შედეგად გზამ ჩაიწია, თუმცა მოძრაობის კუთხით შეფერხება არ ყოფილა. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა შემსრულებელ ფირმას სამუშაოები ჯერ არ ჩაუბარებია. როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი აცხადებს, ხარვეზები კომპანიამ უნდა გამოასწოროს და დაზიანებული გზა დროულად და ხარისხიანად უნდა აღადგინოს