შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იუსტიციის მინისტრმა დიდ ჯიხაიშში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
14.03.2016
უკან დაბრუნება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში საზოგადოებრივი ცენტრი ამოქმედდა. ახლად აშენებული ობიექტი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან ერთად გახსნა.
საზოგადოებრივი ცენტრი დიდ ჯიხაიშში მცხოვრებ 4 500 – ზე მეტ მომხმარებელს და მიმდებარე სოფლის მოსახლეობას მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციების აპარატურა. აქვე განთავსებულია ელქტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა კი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ. დიდი ჯიხაიშის საზოგადოებრივ ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.