შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ევროპული საქართველოს წევრები ირწმუნებიან, რომ ქუთაისში მათი ოფისის დარბევა სცადეს
13.10.2020
უკან დაბრუნება
ევროპული საქართველოს წევრები ირწმუნებიან, რომ ქუთაისში მათი ოფისის დარბევა სცადეს. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ კახიძე ამბობს რომ დაზიანებულია მათი ოფისის კედელზე განთავსებული ბანერი სათვალთავლო კამერების ჩანაწერებში კი ჩანს, როგორ მიდის ახალგაზრდა მამაკაცი და მინას ქვებს ესვრის. ოთარ კახიძის თქმით, მამაკაცი იდენტიფიცირებულია, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მომხდარს არჩევნებს უკავშირებს. თემაზე ჩვენ ქართული ოცნების ადგილობრივ პრესსამსახურს ვესაუბრეთ, მათ საპასუხო კომენტარისთვის პარტიის ცენტრალურ შტაბში გადაგვამისამართეს , საპასუხო ინტერვიუს მოპოვების შემთხვევაში შემდეგ საინფორმაციო გამოშვებებში შემოგთავაზებთ.