შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაიამ ქუთაისის მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
14.03.2016
უკან დაბრუნება
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქუთაისის მერის გადადგომას ითხოვს. გოგი წულაიამ ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო, მისი თქმით შოთა მურღულიას იმპიჩმენტის საკითხის დასაყენებლად 1600 მოქალაქის ხელმოწერაა საკმარისი. წულაიამ დღეს იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რომელიც ოპოზიციის კოლორიტულ ლიდერს, მერისგან თანამდებობის დატოვებისთვის საკმარისად მიაჩნია. ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნულ აქციას, აქციის მიზანს და წულაიას ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს და კომენტარს არ აკეთებს.