შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ ინფექცია 65 ადამიანს დაუდასტურდა
12.10.2020
უკან დაბრუნება
იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ ინფექცია 65 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები არიან. კოვიდ 19 დაფიქსიდა როგორც ქუთაისში, ასევე, წყალტუბოს ერთ ერთ სოფელში და ტყიბულში, სადაც სკოლები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით,მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება და შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.