შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა
08.10.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა. ფაქტს სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე ადასტურებს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს კოვიდ 19-ი დაუდასტურდა. ანალიზების პასუხი ცნობილი დღეს დილით გახდა. ამ ეტაპზე კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.
დირექტორი აცხადებს, რომ მოსწავლე სკოლაში მხოლოდ გუშინ არ იმყოფებოდა. კლასელებსა და მასწავლებლებს კოვიდ 19-ზე ტესტირება უტარდებათ. მათი პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.
სკოლამ სასწავლო პროცესი 12 კალენდარული დღით შეწყვიტა და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.