შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2020 წლის 15 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, ქუთაისი მიურალების საერთაშორისო ფესტივალს KIU MURAL FEST-ს. მასპინძლობს
08.10.2020
უკან დაბრუნება
2020 წლის 15 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, ქუთაისი მიურალების საერთაშორისო ფესტივალს KIU MURAL FEST-ს. მასპინძლობს. ფესტივალის ინიციატორი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია და ახორციელებს ორგანიზაცია „Tbilisi Mural Fest”-ი. საქართველოს უკვე მეორე კვირაა სტუმრობს მსოფლიოში ცნობილ მხატვართა ჯგუფი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე შენობების მოხატვას ახორციელებს.მოწვეულ მხატვართა შორის არიან არტისტები გერმანიიდან, სერბეთიდან, საბერძნეთიდან, რომლებმაც წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში არაერთი კედელი მოხატეს. ფესტივალის ფარგლებში, სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ უკვე შეიქმნა ოთხი უნიკალური ნამუშევარი. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქუთაისის პოპულარიზებას.
KIU MURAL FEST-ის საბოლოო ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს უკვე კამპუსში სწავლის დაწყების დროიდან შეეძლებათ.