შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



”მაესტროს” ჟურნალისტის სოლიდარობა კოლეგებს
12.03.2016
უკან დაბრუნება
გუშინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში თუ სატელევიზიო სივრცეში განხილვის თემად გადაიქცა. კადრების ტირაჟირებაზე საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, რამდენიმე წუთში, მასალა შესაბამისი უწყების მიერ დაიბლოკა. სპეციალური განცახადებები გაკეთდა პრემიერისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში, სადაც მომხდარი დაგმეს და ოპერატიული გამოძიება მოითხოვეს. ვიდეომასალასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ რეაქციას, ქუთაისში ოფიციალურად მხოლოდ " საქართველოს განვითარების ფონდის " ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე გამოეხმაურა. სკანდალურ ვიდეო მასალას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს აფასებს საიას იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი და ” მაესტროს ” -ს ქუთაისის ადგილობრივი ბიუროს კორესპონდენტი ირაკლი ვაჩიბერიძე. ჟურნალისტი მომხდარს ამ ხელისუფლების პერიოდში გავრცელებულ ფაქტს უკავშირებს და მისი სასწრაფოდ გამოძიების იმედი აქვს , რადგან ანალოგიური მოვლენები მხოლოდ ცუდ პრეცენდენტად დარჩეს.