შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკვე მესამე დღეა ქუთაისში ძლიერი ქარია
07.10.2020
უკან დაბრუნება
უკვე მესამე დღეა ქუთაისში ძლიერი ქარია. სტიქიამ ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პრობლემები შექმნა. მე-14, მე-19 საჯარო სკოლებთან და ტაბიძის ქუჩაზე ხე მოტყდა, რის გამოც გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. ააიპ „სპეციალური სერვისების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამუშავებულია ცხელი ხაზი, სადაც მოსახლეობას შეუძლია დაკავშირება. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დასავლეთ საქათველოში ქარიანი ამინდები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.