შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მეფუტკრეობის პირველი ფორუმი
12.03.2016
უკან დაბრუნება
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" ფარგლებში მეფუტკრეობის კოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმზე მეფუტკრეობის დარგში არსებული პრობლემები გამოიკვეთა. კონკრეტულად ის, რომ მეფუტკრეები წარმოებისას საერთაშორისო სტანდარტებს ვერ იცავენ, ხოლო უწყების დაქვემდებარებაში მყოფ ლაბორატორიას ჯერაც არ შეუძლია თაფლზე სრულყოფილი ანალიზების ჩატარება. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში ექსპორტისთვის შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის პროცესიც ჯერ-ჯერობით რთულია. ფორუმის მინაწილეებს თაფლის ტექნიკური რეგლამენტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. აღნიშნული რეგულაცია 2015 1 ივნისიდან მოქმედებს. ღონისძიების ინიციატორები, ორგანიზაციები: ,,მერსი ქორფსი", ,,ადამიანი გაჭირვებაში", ,,ქეა ინთერნეიშენალი" და "ოქსფამი" არიან.