შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის "ტორპედო"-საჩხერის "ჩიხურა"-2:2
05.10.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ,,ტორპედო,, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ნომინალურ მასპინძელს, საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ნახევრისს დასაწყისში საჩხერლებმა ორ ბურთიან უპირატესობას მიაღწიეს, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს ტორპედოელებმა, სრული მობილიზება მოახდინეს და მეტოქეს ანგარიში გაუთანაბრეს. გოლები ტორპედოელთაგან გიორგი ფანცულაიამ და ვიტალი პონომარმა გაიტანეს. ხოლო მეორე ტაიმი- გოლების გარეშე დასრულდა. საბოლოოდ ფრე 2-2 დაფიქსირდა. მოპოვებული ერთი ქულით ტორპედო გათამაშების ცხრილში 13-ი ქულით კვლავ მეშვიდე პოზიციას იკავებს, ხოლო ჩიხურამ მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო შეხვედრას ქუთაისის ტორპედო 17 ოქტომბერს შინ გამართავს და გათამაშების აუთსაიდერს თბილისის „მერანს“ უმასპინძლებს.