შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
05.10.2020
უკან დაბრუნება
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამსახურის თანამშრომლები იზოლაციაში გადავიდნენ. დღეს ჯამში მუნიციპალიტეტში ინფიცირების 44 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. სასწავლო პროცესი შეწყდა ორ საჯარო სკოლაში-.ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით,მოსწავლეების კონტაქტები იზოლაციაში არიან.იმერეთში სახელწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ სიტუაცია კონრტროლს ექვემდებარება ამ დროის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 370 პაციენტი მკურნალობს, მათი ძირითადი ნაწილი იმერეთის და ქუთაისის მკვიდრია.