შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა
03.10.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა, ხოლო სამი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ახალი პაციენტები ქუთაისიდან არიან. ამ დროისთვის, ინფექციურ კლინიკაში 54 კოვიდდადებითი გადის მკურნალობას, ერთი კრიტიკულად მძიმეა, ვირუსი 119-მა პაციენტმა დაამარცხა.