შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ეროვნული ვალუტის ვარდნა სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასის ზრდას იწვევს
02.10.2020
უკან დაბრუნება
ეროვნული ვალუტის ვარდნა სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასის ზრდას იწვევს. ერთი წლის განმავლობაში პურპროდუქტები 8.7%-ით, ხორცი 5.7%-ით, რძის ნაწარმი კი 6.1%-ით გაძვირდა. “საქსტატი” სექტემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს, რომლის თანახმად, სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.
თემაზე ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გამოკითხვა ჩაატარა. ირკვევა, რომ ეროვნული ვალუტის ინფლაცია და ფასების ზრდა მოსახლეობისთვის პრობლემაა და მათ შემოსავალზე აისახება.