შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ეროვნული ვალუტის მიმოქცევაში შემოსვლიდან 25 წელი გავიდა
02.10.2020
უკან დაბრუნება
ეროვნული ვალუტის მიმოქცევაში შემოსვლიდან 25 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად წყალტუბის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში, ნიკო ლორთქიფანიძის მუზეუმში, პირველი სახელმწიფო ბანკის მმართველის იასონ ლორთქიფანიძის მამულში სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა. ლექცია საქართველოს საპატიო ბანკირმა, 1992-2010 წლებში ეროვნული ბანკის ქუთაისის რეგიონალურმა მენეჯერმა ჩაატარა. რევაზ რობაქიძემ აღნიშნა, რომ იმ მუზეუმს, სადაც ქვეყნის პირველი ბანკირი იასონ ლორთქიფანიძე დაიბადა, ის ყუთი გადაეცა, რითაც საფრანგეთიდან საქართველოში ლარის პირველი დაბეჭდილი კუპიურები ჩამოვიდა.