შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კორონავირუსით გარდაცვლილი 46-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა
02.10.2020
უკან დაბრუნება
კორონავირუსით გარდაცვლილი 46-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. 69 წლის მამაკაცს თანმხლები დაავადებები ქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკას ახალი პაციენტები არ მიუღია, ხოლო ვირუსი 6-მა პაციენტმა დაამარცხა. 69 წლის მამაკაცი აფხაზეთიდან იყო და მისი მდგომარეობა კრტიკულად მძიმედ ფასდებოდა. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ვირუსი ჯამში 116-მა პაციენტმა დაამარცხა,ხოლო ორი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 53 კოვიდდადებითი გადის მკურნალობას.