შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კლინიკა ბომონდში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა
02.10.2020
უკან დაბრუნება
კლინიკა ბომონდში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. მათ ვირუსულ ინფექციასთან ერთად სხვა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ. 78 წლის ქალბატონს ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან ერთად ქრონიკული უკმარისობა, ჰიდროპერიკარდიუმი და ხორხის სიმსივნე ქონდა. რაც შეეხება 72 წლის მამაკაცს, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია და გულის სხვა დაავადბები აწუხებდა. პაცოინტები კლინიკაში დადასტურებული კოვიდ 19-ით 15-16 სექტემბერს შემოიყვანეს. კლინიკა ბომონდის კოვიდცენტრი 14 სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ამ დრომდე კორონავირუსული ინფექცია 60-მა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელდნენ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორსულები, მელოგინეები და ბავშვები. ამჟმად, კლინიკაში 90-მდე პაციენტი გადის სიმპტომურ მკურნალობას.