შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ევროპული საქართველოს,, ლიდერებმა ქუთაისში პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინეს
02.10.2020
უკან დაბრუნება
,,ევროპული საქართველოს,, ლიდერებმა ქუთაისში პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინეს. ოპოზიციის წარმონადგენლებმა ხელი მოაწერეს პროგრამას, სადაც წერია, რას გააკეთებენ და რას არა . გამარჯვების შემთხვევაში პარტია მოსახლეობას გადასახადების შემცირებას და შედეგად 100000 სამუშაო ადგილის შექმნას პირდება, რომლის მიხედვითაც წელიწადში თითოეულ ოჯახს საშუალოდ 2000 ლარი დანაზოგი დარჩება. პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამორიცხავენ და არ შეუქმნიან კოალიციას ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", ასევე არ დაუჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე. მათ ხელი სპეციალურ დოკუმენტსაც მოაწერეს. ,,ევროპული საქართველოს,, ლიდერებმა დღესვე ქართული ოცნების ს 8 წელი შეაფასეს. მათი განცხადებით, ამ ხნის მანძილზე მმართველ გუნდს ხალხის სასიკეთოდ არაფერი გაუკეთებია.