შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იოსებ ხახალეიშვილმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა
02.10.2020
უკან დაბრუნება
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა და მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა. იოსებ ხახალეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სამხარეო ადმინისტრაციაში 7 წლიანი მუშაობა შეაფასა და ის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები მიმოიხილა, რომლებიც იმერეთის რეგიონს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. მიღებულ გამოცდილებასა და საერთაშორისო კავშირებს ქართული ოცნების მერობის კანდიდატი გუნდთან ერთად ქუთაისის განვითარებას მოახმარს. იოსებ ხახალეიშვილი აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს.