შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კლინიკა ბომონდი"-ს კოვიდცენტრში კორონავირუსის ინფექციით 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
30.09.2020
უკან დაბრუნება
კლინიკა ბომონდი"-ს კოვიდცენტრში კორონავირუსის ინფექციით 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ 23 სექტემბერს შემოიყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები და იყო ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა გულის და თირკმლის დაავადებები. კოვიდცენტრში ამ დროისათვის 80-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. ბოლო 24 საათში კლინიკიდან 30-ზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.