შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიგლა აგულაშვილმა მდინარე რიონის აუზში მიმდინარე ნაპირ სამაგრი სამუშაოები დაათვალიერა
11.03.2016
უკან დაბრუნება
მდინარე რიონის აუზში მიმდინარე ნაპირ სამაგრი სამუშაოები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დღეს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.მიმდინარე ნაპირ სამაგრი სამუშაოები შეამცირებს წყალდიდობებით მოსალოდნელ მატერიალურ რისკებს და მოხდება იმ ზარალის მინიმალიზაცია რომელიც მოსახლეობას წყალდიდობების დროს ემუქრება.მდინარე რიონის აუზში ნაპირსამაგრი სამუშაოები ხუთ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და მისი ღირებულება ხუთ მილიონ დოლარს შეადგენს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში, ”წყალდიდობების რისკების მართვის”პროდუქტის შედეგებს გაეცნო.