შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სემინარი მედიის წარმომადგენლებისთვის ქალაქ წყალტუბოში
10.03.2016
უკან დაბრუნება
გარემოს განვითარების პროგრამის,ადაპტაციის ფონდისა და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ქალაქ წყალტუბოში მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა.
ჟურნალისტები წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების მართვის მდგრადი პრაქტიკის დანერგვას საქართველოში და რიონის აუზის მოსახლეობის დაცვის მიზნით,განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნენ.
პროექტი 2011 წელს დაიწყო და წელს დასრულდება.პროექტის ფარგლებში შეიქმნარიონის აუზის ციფრული მოდელი ცენტრალიზებულ სისტემაში.
წყალდიდობების მიმართ მოსახლეობის შედეგობის ამაღლების მიზნით შემუშავდა წყალდიდობის დაზღვევის სქემა,რომელშიც სხვადასხვა სიდიდის წყალდიდობის შემთხვევებისთვის გამოთვლილია შესაბამისი სადაზღვეო პაკეტები საპილოტე მუნიციპალიტეტებისთვის.
პროექტის საერთო ღირებულება ხუთი მილიონი ლარია,აქედან სამ მილიონ ნახევარი ტექნიკური მიმართულებით დაიხარჯა.