შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ ქუთაისელ ნორჩ მოჭადრაკეებს შეხვდა
24.09.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ ქუთაისელ ნორჩ მოჭადრაკეებს შეხვდა. საქართველოს ჩემპიონატი, 8 და 14 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, ქუთაისელი მოჭადრაკეების გამარჯვებით დასრულდა. 14 წლამდე კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ანასტასია კირთაძე, ხოლო 8 წლამდე კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვეს ლიზა უგულავამ და გაბრიელ გაბადაძემ. საქართველოს ჩემპიონებს ქუთაისის მერიის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.