შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პანდემიის ფონზე სამუშაო გარემო შეიცვალა ილია ჭავჭავაძის სახელობის სააჯარო ბიბლიოთეკაში
22.09.2020
უკან დაბრუნება
პანდემიის ფონზე სამუშაო გარემო შეიცვალა ილია ჭავჭავაძის სახელობის სააჯარო ბიბლიოთეკაში . მკითხველებსა და თავად თანამშრომლებს გარკვეული წესების დაცვა უწევთ, რაც კორონა ვირუსის პრევენციიდან გამომდინარე ამოქმედებული რეგულაციებითაა გათვალისწინებული. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სააჯარო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის თქმით,მიუხედავად შეზღუდვებისა მკითხველი საკმაოდ არის. ციცი ჯინჯიხაძის ინფორმაციით ბოლო პერიოდში ბიბლიოთეკამ მკითხველთა ინტერესიდან გამომდინარე 15 000 ლარის ოდენობის ახალი წიგნები შეიძინა .