შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში სასწრაფო დახმარების ცენტრი ახალი ინვენტარით აღიჭურვა
10.03.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს სამედიცინო და კომპიუტერული აღჭურვილობა გადაეცა. პირველ ეტაპზე, მოწყობილობები იმერეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებში განაწილდა. გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი 20-მდე დასახელების ინვენტარით უკვე აღიჭურვა ქუთაისის სასწრაფო დახმარების ყველა მანქანა. სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ინვენტარის გადაცემას ქუთაისის მერი , იმერეთის რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი და სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი დაესწრნენ. სპეციალური სამედიცინო პაკეტები იმერეთის სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟს გადაეცა. ცენტრებში ასევე განაწილდა კომპიუტერული ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც რაიონულ სამსახურებში ცენტრის ელექტრონული პროგრამა ჩაირთვება. ახალი კომპიუტერული და სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებისთვის , სამსახურის მენეჯერებსა და ექიმებს შესაბამისი ტრენინგებიც ჩაუტარდათ.