შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარტია ,,თავისუფალი საქართველოს,, თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური
16.09.2020
უკან დაბრუნება
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს,, თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. პოლიტიკოსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,ლჯ-ში,, დღეს ადრე დილით შეიყვანა,მას მიოკარდიუმის მწვავე ინფაქტი აქვს, უკვე მესამედ. უტარდება სათანადო მკურნალობა, პოლიტიკოსს ესაჭიროება აორტო კორონარული შუნტირების ოპერაცია, იგეგმება კარდიოლოგიური კონსილიუმის მოწვევა ,რომლის შემდეგაც გადაწყდება როდის ჩაუტარდება ოპერაცია. გოგი წულაია 56 წლისაა, მას გული 16 წელია აწუხებს, რამდენჯერმე აქვს გაკეთებული კორონარული სტენტირება. ინფორმაციას მედიას კლინიკა ,,ლჯ-ის,, დამფუძნებელმა, კარდიოლოგმა ზაზა ლომინაძემ მიაწოდა.