რუსეთი ოკუპანტია, წარწერა წითელი საღებავით კომპანია მაქსიმის ფასადსა და შესასვლელზე ღამით გაჩნდა
10.03.2016
უკან დაბრუნება
რუსეთი ოკუპანტია, წარწერა წითელი საღებავით კომპანია მაქსიმის ფასადსა და შესასვლელზე ღამით გაჩნდა. მაქსიმის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ამ ფაქტის პოლიტიზირება სურთ, თუმცა კომპანია აპოლიტიკურია და საქართველოში მხოლოდ ბიზნესითაა დაკავებული. შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ კომპანია მაქსიმი ერთმა ტაქსის მძღოლმა მანქანაზე მსგავსი სახის წარწერის გამო დატოვა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.