შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის თვითმმართველობაში მოქლაქეთა ოპტიმიზაციის მიზნით ცვლილებები იგეგმება
10.03.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის თვითმმართველობაში მოქლაქეთა ოპტიმიზაციის მიზნით ცვლილებები იგეგმება.კერძოდ მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ე.წ ”ერთი ფანჯრის” პრინციპი განხორციელდება.მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობიდან ნებისმიერი ინფორმაციის მიღებას გაცილებით მარტივად და ოპერატიულად შეძლებენ. სხვადასხვა პრობლემებით მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას ხშირად მიმართავენ.ქალაქის მერთან მიღებაზე,კვირაში ერთხელ საშუალოდ 25 მოქალაქე შედის,ხოლო რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატებს,2016 წლის იანვრიდან დღემდე,მათ დახმარებისთვის 570-მა ადამიანმა მიმართა.მოთხოვნები ძირითადად სოციალურ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოიცავს. ”ერთი ფანჯრის” პრინციპის დანერგვა მოქლაქეებს ნებისმიერ ინფორმაციის გამოთხოვას გაუიოლებს.მოსახლეობა კანონით დადგენილ ვადებში პასუხს ერთ სივრცეში მიიღებენ,როგორ ეს საჯარო რეესტრის შემთხვევაში ხდება.