შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე ,,პატრიოტთა ალინსის" ლიდერები მხარდამჭერებს შეხვდნენ
14.09.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე ,,პატრიოტთა ალინსის" ლიდერები მხარდამჭერებს შეხვდნენ და მათ სამოქმედო პროგრამა გააცნეს. პარტიის ლიდერებმა ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. ქუთაისში მანდატის მოპოვებას ნონა ასათიანი შეეცდება. პარტიამ საარჩევნო სიის პირველი 25 წევრიც დაასახელა. აღნიშნულ სიაში არ არიან დავით თარხან მოურავი და ადა მარშანია. პატრიოტთა ალიანსის მიერ გამართულ ღონისძიებას ქუთასიში ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. პარტიის მხარდამჭერებს სამოქალაქო აქტივისტები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ადგილზე სიტუაციის განსამუხტად საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.