შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ირაკლი აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლები სკვერში მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ
09.03.2016
უკან დაბრუნება
ირაკლი აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლები სკვერში მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ.მოსახლეობის თქმით გასართობი ცენტრი ,რომელიც სკვერში უნდა აშენდეს ხმაურს გამოიწვევს.მშენებლობის გამო სკვერის და რეკრეაციული ზონის გარეშე ხუთი კორპუსის მოსახლეობა რჩება.მსენებლობის გამო სკვერში ნარგავების მოჭრა იგეგმება.ადგილობრივებს შეკითხვები შენობის დანიშნულებისა და არქიტექტურის გამოც აქვთ.ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ადასტურებენ რომ რეკრეაციულ ადგილს სკვერის სტატუსი აქვს,თუმცა მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია.25 წლით იჯარისა და აღნაგობის ნებართვა 2013 წელს გაიცა.მშენებლობა 30 ივნისამდე უნდა დასრულდეს.მოიჯარემ სკვერიც უნდა გაანაშენიანოს.
ირაკლი აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლები მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.