შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებენ, რომ ქუთაისის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება
11.09.2020
უკან დაბრუნება
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საყურადღებოა , სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებენ, რომ ქუთაისის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.ბოლო 24 საათის განმავლობაში ქქალაქში დადასტურებულ 28 კოვიდ ინფიცირებულს შორის ერთ-ერთი ქუთაისის მერიის ააიპ-ის „ქუთ განათების“ თანამშრომელია. ამ დროისთვის დადგენილია ყველა კონტაქტი. მათი ნაწილი საკარანტინე ზონაშია გადაყვანილი, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.