შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
11.09.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი დაინფიცირების წყარო ცნობილია.ფაქტთან დაკავშირებით სამედიცინო ცენტრმა განცხადება გაავრცელა ,,გუშინ, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ერთ-ერთ ექიმს კოვიდ 19 -ზე გეგმიური შემოწმებისას PCR ტესტირებამ სუსტად დადებითი შედეგი აჩვენა. მისი დაინფიცირების წყარო ცნობილია, შაბათს აღნიშნული ექიმი, თბილისში, ერთ-ერთ ღონისძებაზე იმყოფებოდა. ჰოსპიტალში დანერგილი სამედიცინო პერსონალის აქტიური ზედამხედველობის სისტემის მეშვეობით, შემთხვევის იდენტიფიცირება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე მოხდა, რაც ვირუსის გავრცელების არეალს მინიმუმადე ამცირებს. დაინფიცირებულ ექიმთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ხორციელდება მათი თვითიზოლაციაში და საკარანტინე სივრცეებში გადაყვანა. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ექიმს შემხებლობა არ ქონდა ჰოსპიტლის C ბლოკთან, სადაც ნეონატალური და სამეანო განყოფილებებია განთავსებული. ჰოსპიტალში მიმდინარეობს ვირუსის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება. ,,-წერია განცხადებაში