შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შედის თუ არა ქუთაისის საბავშვო ბაღებში ვადაგასული პროდუქტი
09.03.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ვადაგასული თევზის შეტანის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ სააგენტოზე 7 მარტს გავრცელდა,სადაც მშობლები ვინაობის გამხელის გარეშე პროდუქტის შეტანაზე საუბრობენ,რამაც არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.
საბავშვო ბაღების ადმინისტრაცია აცხადებს,რომ ყველა პროდუქტი რომელიც ბაღებს მიეწოდებათ სოფლის მეურნეობის,სურშატის ეროვნული სააგენტოსა და სპეციალურ ლაბორატორიებში მოწმდება რაც პროდუქტის ვარგისიანობას ადასტურებს.მომზადებული პროდუქტი კი სპეციალურ ქილებში ორი დღის მანძშილზე ინახება,როგორც საჩივრის შემთხვევაში ნივთმტკიცება,რომელსაც ლაბორატორიული ანალიზი თავიდან ჩაუტარდება.რაც შეეხება მალფუჭებად პროდუქტებს იგი დანიშნულების ადგილამდე სპეციალური ე.წ.მაცივრის მქონე ავტომობილებით მიდის.ქუთაისის საბავშვო ბაღების ადმინისტრაცია სააგენტოებზე გავრცელებულ ინფორმაცია უარყოფს.