შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საფიჩხიის საარჩევნო ოლქის მცხოვრებლებს შეხვდა
09.09.2020
უკან დაბრუნება
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი , მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად საფიჩხიის საარჩევნო ოლქის მცხოვრებლებს შეხვდა . წყალწითელას პანსიონში მცხოვრებმა დევნილებმა მერობის კანდიდატს აქამდე გადაუჭრელი საკითხების დღის წესრიგში დაყენება სთხოვეს . იოსებ ხახალეიშვილი მათ გამარჯვების შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება.მოსახლეობა საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებს გაეცნო. ისინი კმაყოფილი არიან მოქმედი ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის პროგრამებითა და ინფრასტრუქტურული პროექტებით, კერძოდ კლდიაშვილისა და ტყიბულის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებზე წლების მანძილზე არ არსებობდა გზა რაც ადგილობრივების გადაადგილებას აფერხებდა ,ბოლო წლებში კი ეს პრობლემა მოგვარდა. სწორედ ამიტომ მოქალაქეებს კიდევ უფრო დიდი მოლოდინი აქვთ და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაში აქტიურად ერთვებიან.