შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალება
09.09.2020
უკან დაბრუნება
10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თავად ქორწინების, როგორც აქტის გაფორმება აკრძალული არაა და შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება. კერძოდ, მათი განმატებით, ქორწილის მონაწილეთ არაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს. მაქსიმუმ 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადებისდღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობაც. ასევე ცნობილი გახდა რომ ერთი თვით გადაიდო თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობიცენტრებისგახსნაც. დღესვე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე სწავლის გადადება არ იგემება, თუმცა 15 სექტემბერს, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება.