შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიორგი ვაშაძის თქმით ტურისტული სექტორი განადგურებულია
08.09.2020
უკან დაბრუნება
“უმძიმესი მდგომარეობა არის ეკონომიკური, ტურისტული სექტორი განადგურებულია, 5 მილიარდზე მეტი ვალი ავიღეთ და კაპიკი არ მიდის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან:,,- ეს განაცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ქუთაისში გააკეთა. გიორგი ვაშაძე ერთ ერთი სასტუმროს მეპატრონეს შეხვდა. მისი ინფორმაციით , საბანკო ვალდებულებები გაიზარდა და სახელმწიფო მათ შეღავათს არ უკეთებს. ვაშაძის თქმით, ტურისტული სექტორის ქონება ბანკებს მიაქვთ.მიზეზი კი ის არის, რომ სასტუმროების მფლობელები სესხებს ვერ იხდიან.