შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ოკუპირებული აფხაზეთიდან დააბრუნეს ხატი, რომელიც ,,პატრიოტთა ალიანსმა,, ილორის ტაძარს შესწირა
08.09.2020
უკან დაბრუნება
ოკუპირებული აფხაზეთიდან დააბრუნეს ხატი, რომელიც ,,პატრიოტთა ალიანსმა,, ილორის ტაძარს შესწირა. ხატი ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია დაბრძანებული.ენგურის ხიდის გადმოკვეთის შემდეგ ხატს ბაგრატში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი დახვდა.სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ,,პატრიოტთა ალიანსის,, ლიდერის განცხადებით, ხატის დაბრუნების მსურველი და პროცესების მოწინააღმდეგე აფხაზეთში მხოლოდ 15 კაცი იყო. შეგახსენებთ, რომ აფხაზური მხარის განცხადებით, ხატი დაბეჭდილი რეპროდუქცია იყო და არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირმა ინაშვილი და გიორგი ლორია იმყოფებოდნენ.