შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს, მერიის სპეციალური პროგრამით, საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავები ახლით შეუცვალეს
08.09.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს, მერიის სპეციალური პროგრამით, საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავები ახლით შეუცვალეს. საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურში „სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების გადახურვის პროგრამა“ რამდენიმე წელია მუშაობს და ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ავარიული სახლების გადახურვას. პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.