შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან მიმდინარე წელს სტუდენტი 220 -ზე მეტი ახალგაზრდა გახდა
05.09.2020
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან მიმდინარე წელს სტუდენტი 220 -ზე მეტი ახალგაზრდა გახდა. 4-მა 100% გრანტი, ხოლო უმრავლესობამ სახელმწიფოსგან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღო. მათ ნაწილს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, სტუდენტის სტატუსი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ღია სივრცეში გამართულ ღონისძიებაზე ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა აღინიშნა, რომ განათლება ქვეყნის პრიორიტეტია და საქართველოს ყველაზე მეტად სწორედ მაღალკვალიფიციური კადრები სჭირდება . ახალგაზრდებმა თვითმმართველობის პირველ პირებს შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს და დასძინეს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით აუცილებლად ასახელებენ როგორც ქვეყანას, ასევე მშობლიურ ქალაქს. წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, სტუდენტებთან შეხვედრები ამიერიდან ტრადიციულ სახეს მიიღებს.